ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" დაშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა, მომავალში გამორიცხული არაფერია.
"არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა და პარტიასთან დაკავშირებით თუ რა ცვლილებები იქნება, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოზე განიხილება, შესაბამისად, ღია იქნება ყველაფერი საზოგადოებისათვის.
მე ვერ ვხედავ კოალიციის საფრთხეს, ზოგადად, შეიძლება ერთ დროს, კოალიცია დაიშალოს, ეს დემოკრატიული მომენტია და ამაში საგანგაშო არაფერია, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ და ვფიქრობთ, ეს ასე გაგრძელდება, - განაცხადა კახა კლაძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, კალაძემ ამბობს, რომ ამ თემაზე ვერ ისაუბრებს.
"მე ვერ გეტყვით, ბატონი ბიძინა იქნება თუ არა პარტიულ სიაში, მის მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ ამაზე. უმჯობესია, ბატონ ბიძინას დაუსვათ ეს კითხვა", - განაცხადა კალაძემ.