ექსპერტი დემურ გიორხელიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემას სოციალური ქსელით ეხმაურება.
"შუა სექტემბერი მოვიდა და... მთავრობის ყველა განცხადება ლარის კურსის სტაბილიზაციის შესახებ ბლეფი აღმოჩნდა...
მთავრობა საკუთარი თავის სრული დისკრედიტაციის გზაზე დგას!
მთავრობა:
ა. არ იაზრებს, რომ ახდენს საკუთარი თავის დისკრედიტაციას;
ბ. არ ცვლის პოლიტიკას და არ ხდის მას მდგომარეობის შესატყვისს.
გ. ვერაფერი მოუხერხა მახინჯ საბანკო სისტემას, რომელსაც კბილებით იცავს და კიდევ უფრო ძირს უთხრის ეკონომიკას;
დ. ვერ გაიზრა მაკროეკონომიკური ხასიათის ვერცერთი ნაბიჯი, რომელიც მოახდენდა ლარზე კეთილსმყოფელ გავლენას;
ე. ვერ ხვდება, რომ არცერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც საფუძვლად უდევს ლარის კურსის სისუსტეს, არ უმჯობესდება - არც საშინაო და არც საგარეო ფაქტორები.
სებ-ი:
ბოლომდე თამაშობს პროვოკატორის როლს და საოცარი სიზუსტით სარგებლობს მთავრობის სისუსტით!
საკმარისია კარგად ორგანიზებული ერთი საშუალო სიძლიერის ზეწოლა ლარზე და... სადავეები საერთოდ გაექცევათ ხელიდან.
პ.ს.
მთავრობის უმაღლესი ჩინების პირველივე განცხადებებისთანავე გავაკეთე განცხადებები, რომ არანაირი საფუძველი არ გააჩნდა ლარის გამყარების შესახებ მათ განცხადებებს და რომ თუ არა საიდუმლო, რომელსაც შეიძლება ფლობდნენ მთავრობის მეთაური ან მინისტრები, - არანაირი საფუძველი არ არსებობდა ლარის სტაბილიზაციისთვის...
ასეთი სიყრუე გამაოგნებელია!
თვითდაჯერებული სიყრუე არ არის გონიერების ნიშანი!
შედეგი - კიდევ უფრო სავალალო იქნება!
მთავრობას სულ 2-3 დღე აქვს, რაღაც მოიმოქმედოს, - თუ ასე გააგძელებს, უკვე ახალი ნიშნულის თაობაზე განცხადებას გავაკეთებ და აუცილებლად ისე იქნება, როგორც აქამდე...
საცოდავი საყურებელია დილეტანტიზმი - ერთი მხრივ და... გამიზნული ბოროტება - მეორე მხრივ!", -წერს დემურ გიორხელიძე.