ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკისაგან კერძო სექტორის მიერ საგარეო ვალის გასტუმრების ყოველთვიური გრაფიკის გამოქვეყნებას ითხოვს.
"ლარის გაუფასურების ამ სურათის ასახსნელად არ არის საკმარისი ის ოფიციალური მონაცემები, რომელსაც მთავრობა და ეროვნული ბანკი აქვეყნებენ. ეროვნულმა ბანკმა უნდა შეადგინოს და გამოაქვეყნოს კერძო სექტორის მიერ საგარეო ვალის გასტუმრების ყოველთვიური გრაფიკი. სულ მცირე, კომერციული ბანკების შესახებ ამ ინფორმაციის მოპოვება არის ძალიან მარტივი და ალბათ აქვს კიდევაც ეროვნულ ბანკს. ამით კაპიტალის გატანის უფრო ზუსტი სურათი გვეცოდინება და საბიუჯეტო და მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებისას, ისევე როგორც დამოუკიდებელი ექსპერტული ანალიზისას მეტი ფაქტორის გათვალისწინება იქნება შესაძლებელი. ალბათ ამ ინფორმაციის გავრცელება საბანკო ზედამხედველობის სამსახურის მიერაც იქნება აუცილებელი თავისი პასუხისმგებლობის ნაწილში", - აცხადებს რომან გოცირიძე.