ივერიონი / ლაშა აბაშიძე: თბილისს ძალიან მაღალი ხარისხის გენერალური გეგმა ექნება

ლაშა აბაშიძე: თბილისს ძალიან მაღალი ხარისხის გენერალური გეგმა ექნება

დღეს თბილისის მერიაში გამართულ სხდომაზე დედაქალაქის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებული კონკურსის სამი გამარჯვებული კომპანია დაასახელა და აღნიშნა, რომ თბილისს მალე ძალიან მაღალი ხარისხის გენგეგმა ექნება.

 

,,გამარჯვებული არის კონსორციუმი, რომელიც ადგილობრივი, გერმანელი და ფრანგი წამყვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, მინდა მოგილოცოთ და გითხრათ, რომ თბილისს ექნება ძალიან მაღალი ხარისხის გენერალური გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის სწორ ურბანულ და ოპტიმალურ განვითარებას", - განაცხადა აბაშიძემ.

 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც დაიწყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება-განახლება, რაშიც ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ,,პრაისვოზერჰაუსკუპერსი" (PWC) რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

 

კონკურსში პირველი ადგილი შპს "თბილისი ჯგუფის", "სითი ინსტიტუტი საქართველოს", " „ Albert Speer & Partner GmbHH“-ის (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილის და მამუკა სალუქვაძის მიერ წარდგენილმა ერთობლივმა პროექტმა დაიკავა, მეორე პოზიციაზე შპს "არტსტუდიო პროექტის", „Metrogramma Mobility in Chain“-ის, „Aecom“-ის, "Aecom"-ისა და გიორგი სულაბერიძის ერთობლივმა ნამუშევარი გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე შპს "გეოგრაფიკის",KCAP"-ის, „Burohappold Engineering“-ის, „Studio 21"-ის და გიორგი გოცირიძის ერთობლივი პროექტი მოხვდა.

16-09-2015, 12:22
უკან დაბრუნება