ივერიონი / დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო ელჩს შეხვდა

დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო ელჩს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აბას თალებიფარს შეხვდა. 

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სტუმარს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და მსხვილი საინვესტიციო პროექტები.

16-09-2015, 12:27
უკან დაბრუნება