ივერიონი / ზურაბ ტყემალაძე: ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემა დოლართან მიმართებაში ყველა ქვეყანაშია

ზურაბ ტყემალაძე: ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემა დოლართან მიმართებაში ყველა ქვეყანაშია

უმრავლესობის დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე ამბობს, რომ ლარის გაუფასურებაზე რეგიონში მიმდინარე პროცესებმა იქონია გავლენა.

მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში ინვესტიციების ზრდაა საჭირო.

 

"ლარის კურსი ეცემა დოლართან მიმართებაში. ეს არ არის ქართული მოვლენა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრობლემა დოლართან მიმართებაში ყველა ქვეყანაშია. მითუმეტეს რომ რეგიონში, ჩვენი ქვეყნის გარშემო ომი მიმდინარეობს. იცით რა მდგომარეობაა უკრაინასა და თურქეთში. თუმცა ჩვენ პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში უნდა გაიზარდოს ინვესტიციები", - ამბობს ტყემალაძე.

 

ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარი 2, 4170 ლარი ღირს ხოლო ევრო 2.7315. კომერციულ ბანკებში დოლარის და ევროს ფასი ოფიციალური კურსისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება:

 

 

 

16-09-2015, 12:36
უკან დაბრუნება