ივერიონი / დღეს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

19 ნოემბერი ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში გაიმართება მოკლე დოკუმენტური ვიდეორგოლის "ასე ფიქრობენ ბავშვები" პრეზენტაცია, რომელიც აჩვენებს 6-დან 11 წლამდე მოზარდების დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ.

გამოფენასა და ფილმის პრეზენტაციას წინ უძღვის 2 საათიანი სემინარი ჟურნალისტებისთვის, რომელიც  ეძღვნება ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული თემების გაშუქებას ეთიკის პრინციპების დაცვით, იმისათვის, რომ არ მოხდეს ძალადობაგანცდილი ბავშვების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მეტად ტრავმირება. სემინარს ატარებს ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე  საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდიდან.

სემინარს ფსიქოლოგი ქეთევან თავართქილაძე ჩაატარებს. 

 

19-11-2012, 11:22
უკან დაბრუნება