ივერიონი / კახა ძაგანია: "მემარცხენე ალიანსი" კომერციული ბანკების წინააღმდეგ აქციების გამართვას გეგმავს

კახა ძაგანია: "მემარცხენე ალიანსი" კომერციული ბანკების წინააღმდეგ აქციების გამართვას გეგმავს

პოლიტიკური პარტია "მემარცხენე ალიანსი" საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკების წინააღმდეგ აქციების გამართვას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, ამ მიზნით პარტია უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციების საორგანიზაციო კომიტეტის შექმნას გეგმავს.

 

"მაშინ, როდესაც საქართველოში ლარმა დაიწყო გაუფასურება, დამძიმდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, კომერციულმა ბანკებმა ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ მომხმარებელთა ინტერესები, დაიწყეს პროცენტული განაკვეთების გაზრდა და არ ახდენენ სესხების რესტრუქტურიზაციას. ასევე, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თანხმობით ქვეყანაში შემოვიდა 900 მილიონი ლარი, დოლარის დეფიციტის შესაქმნელად და ეროვნული ვალუტის გასაუფასურებლად, ამ ბინძურ სქემაშიც კომერციული ბანკების ნაწილი ენთუზიაზმით ჩაერთო. 

 

"მემარცხენე ალიანსი" ყველა პოლიტიკურ პარტიას (გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი სატელიტი ნათელაშვილისა) და არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებს, მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ კომერციული ბანკების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მონაწილეობენ ლარის გაუფასურების პროცესში, ხოლო ნათელაშვილი და მისი პირველი მოადგილე თვითონ არიან მევახშე-ფულის გამპროცენტებლები. როდესაც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი საპროცესო შეთანხმებისთვის თანხებს დაეძებდნენ, ისინი მათზე წლიური 60%-ით ფულს აპროცენტებდნენ," – განაცხადა კახა ძაგანიამ.

 

16-09-2015, 13:23
უკან დაბრუნება