ივერიონი / თამაზ მეჭიაური: სასამართლოს გადაწყვეტილების არსი არ ცვლება, თუ მისთვის უნდა მიესაჯათ, მაინც მიუსჯიან

თამაზ მეჭიაური: სასამართლოს გადაწყვეტილების არსი არ ცვლება, თუ მისთვის უნდა მიესაჯათ, მაინც მიუსჯიან

"გიგი უგულავას რამდენიმე საათიანი ზეიმი რამდენიმე საათიან ზეიმად დარჩება", - ამ განცხადებას საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური დედაქალაქის ყოფილი მერის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების თაობაზე აკეთებს.

 

"სასამართლოს გადაწყვეტილების არსი არ ცვლება, თუ მისთვის უნდა მიესაჯათ, მაინც მიუსჯიან. თუკი მას მოლოდინი ჰქონდა, რომ მიუსჯიდნენ, ეს მოლოდინი ახლაც ექნება, რადგან მოსამართლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ბრალდებული რა მდგომარეობაშია", - განაცხადა მეჭიაურმა.

18-09-2015, 11:08
უკან დაბრუნება