ივერიონი / ნანა დევდარიანი: სამყარო თითქოს შეიშალა, ღირებულებები აიჭრა

ნანა დევდარიანი: სამყარო თითქოს შეიშალა, ღირებულებები აიჭრა

 გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის ნანა დევდარიანის სტატიას "ოდესღაც ქრისტიანული ევროპა, ანუ  ვინ მოკლა აილანი, ჰალიპი და რახანი?" "ივერიონი" უცვლელად  გთავაზობთ.  სტატიაში გააანალიზებულია  ახლო აღმოსავლეთიდან  დაძრულ  ლტოლვილთა  მიგრაციის პრობლემები  და დასავლეთის როლი  ამ პროცესში. 

 

ევროპისკენ დაძრულმა ლტოლვილებმა თანაგრძნობა მანამდე ვერ დაიმსახურეს, ვიდრე კურორტ ბოდრუმის ქვიშის პლაჟზე დაღუპული სამი წლის სირი-ელი ბიჭუნას, აილანის, გვამის ფოტო არ გავრცელდა. აილანამდე 2760 ლტო-ლვილი დაიღუპა ევროპისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ, როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ სტატისტიკა იყო, სამი წლის ბავშვის ცხედარმა კი ევროპელთა ცნობიერება ამოაყირავა.

 

ლტოლვილთა მხარდაჭერის აქციები მათ მოწინააღმდეგეთა გვერდით ტარდება. რომის პაპმა კათოლიკებს მოუწოდა, თითოოჯახი მაინც შეიფარონ. ფინეთის ბანკის ხელმძღვანელმა ერთი თვის ხელფასი გადარიცხა ლტოლვილთა დასახმარებლად. ამ ფონზე გერმანიაში ცეცხლი წაუკიდეს საერთო საცხოვრებელს,რომელშიც ლტოლვილები იყვნენ შეფარებულნი; საბერძნეთში,კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტებს მოლოტოვის კოკტეილები დაუშინეს; ისრაელში, იორდანიის საზღვარზე, დამცავ ნაგებობებს დგამენ. სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა: "ჩვენ რატომ უნდა ვზღოთ? ჩვენ ხომ არ ვბომბავდით სირიას და ერაყს"?

 

სკანდალურად ცნობილმა "შარლი ებდომ" ამჯერად კარიკატურები სამი წლის ბავშვის ცხედარს მიუძღვნა. ერთ ნახატზე წყალზე მოსიარულე ქრისტეა გამოსახული, მის მახლობლად კი ბავშვი იხრჩობა. წარწერა გვაუწყებს:"ქრისტიანები წყალზე დადიან, მუსლიმანი ბავშვები კიიძირებიან". მეორე კარიკატურაზე ბავშვი პატარა აილანის პოზაშია დახატული, წარწერა კი ასეთი აქვს: "ასე ახლოს მიზანთან".

 

ადამიანები, რომლებიც შარშან, სატირულ ჟურნალზე თავდასხმის გამო გაიძახოდნენ _ "მე შარლი ვარ", დღეს აღშფოთებას ვერ მალავენ. სამყარო თითქოს შეიშალა, ორიენტირები დაირღვა, ღირებულებები აიჭრა.

 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ავსტრიის მოქალაქის, მათემატიკოს გალა ებნერის მონათხრობი, რომელშიც იგი დეტალურად აღწერს თავის მოგზაურობას ვენიდან საზღვრისპირა შაპრონამდე – სულ რაღაც, 70 კილომეტრის მოშორებით. ებნერი ლტოლვილებს კალიების შემოსევას ადარებს, რადგან ისინი მანქანას მუშტებს ურტყამენ და ჩაჯდომას ცდილობენ. ირგვლივ ნაგვის გორები და ფეკალიებია. ვენის სადგურებს დღეში რამდენჯერმე რეცხავენ ქლორით. გალას მეგობარს მოუწია ლტოლვილებით სავსე ვაგონით მგზავრობა, ჭუჭყისა დამყრალი სუნისგან ისე ცუდად გახდა, რომ შინ დაბრუნებული რამდენიმე საათი შხაპის ქვეშ იდგა, სამსახურში კი რამდენიმედღის შემდეგ გავიდა, რადგან გული ერეოდა.

 

რთული წარმოსადგენი არ არის დავარცხნილ-რეგლამენტირებული ევროპის მკვიდრის ასეთი რეაქცია, მაგრამ არც ის უნდა იყოს ძნელად წარმოსადგენი, რას განიცდიან აშშ-ისა და მისი ევროპელი პარტნიორების მიერ"დემოკრატიისთვის" განწირული ადამიანები დაბობვების ქვეშ. იოლია, არ იფიქრო ამაზე, როცა ეს ყველაფერი შენი ქვეყნიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით ხდება, მერე კი შეიცხადო,რომ ომსა და უბედურებას გამოქცეული ადამიანები ყარან!

 

მათ უმრავლესობას შხაპი ზღვის გადაცურვის შემდეგ არ უნახავს, ზოგი კი, სამი წლის აილანივით, იქ დარჩა. ომისგან გამოქცეულებზე გალა ასე წერს: "ომსა და სტიქიურ უბედურებას მეზობელ ქვეყნებში გაურბიან, ეს ჯანმრთელი ცხოველები კი ევროკავშირის უმდიდრეს ქვეყნებს არჩევენ _ უფასო ბინებით,მაღალი სოციალური შეღავათებით, იმ იმედით, რომ იხეირებენ,ისარგებლებენ ევროპელების მიამიტი თანაგრძნობით და მათი მთავრობების უხერხემლობით... ვერავინ დამარწმუნებს, რომდამხრჩვალი სამი წლის ბიჭუნას ფოტო ფანდი არ იყო, რათა ევროკავშირის მოქალაქეთა ემოციებზე ეთამაშათ. კრიმინალასტიკის, ვიქტიმოლოგიისა და კრიმინალური ფსიქოლოგიის კურსი გავლილი მაქვს და დეტალებს ყურადღებას ვაქცევ. გადაშალეთ სასამართლო მედიცინის ცნობარი და ნახეთ ცხრილი (დახრჩობის სიღრმე, წყლის ტემპერატურა, გარეგნული ნიშნები, გვამის ამოტივტივების ვადა), შემდეგ კიდევ ერთხელ დახედეთ ფოტოს და მიხვდებით, რომ ბავშვის ცხედარი 2-3დღე-ღამე წყალში არ ყოფილა (არ გაიბერა, არ იცვალა ფერი, არგაუჩნდა ლაქები) და ესე იგი, არც წყალს გამოურიყავს. ბავშვიმსხვერპლად შესწირეს ამ თავხედურ ჯოგს, რათა მათთვისევროპის კარი გაეღოთ".

 

საშინელებაა წასაკითხადაც კი, ხომ? თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ამგვარი მსხვერპლი უახლოეს წარსულში არაერთხელ უნახავთ ევროპელებსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც _ ასე იყო სერბების დადანაშაულებისას ალბანელების "გენოციდში".ამასაც ფოტოებით ადასტურებდნენ ამერიკელები, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ საკონცენტრაციო ბანაკების ფოტოები სულსხვაგან და სხვა დროს იყო გადაღებული. ოღონდ ეს ძალიან გვიან გაირკვა, როცა "ამოწყვეტილმა" ალბანელებმა სერბეთის გულში _ კოსოვოში აღიარებული სახელმწიფო მიიღეს.

 

ასე იყო, როცა ერაყს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაში ადანაშაულებდნენ, საბუთად კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რაღაც ფარული სატელეფონო ჩანაწერი მიიტანა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერაყში არავითარი მასობრივი განადგურების იარაღი არ ყოფილა, მაგრამ იმ მომენტისთვის ქვეყანა უკვე ცეცხლში იყო გახვეული,სადამ ჰუსეინი კი _ ჩამოხრჩობილი. ასე იყო ლიბიაში,ეგვიპტეში, ასეა ახლა სირიაში.

 

ამერიკელები ბაშარ ასადს ებრძვიან და დიქტატურაში ადანაშაულებენ, მაგრამ პარადოქსია, რომ ეს ლტოლვილები,რომლებიც ევროპას შეესივნენ, ასადს კი არა, მის"დემოკრატიულ" ოპოზიციას გამოექცნენ, ანუ სირიის იმ ტერიტორიებიდან არიან, რომელთაც ასადის ოპოზიცია აკონტროლებს. სირიის კრიზისის ფონზე ლტოლვილების სახით ავღანელები, პაკისტანელები და აფრიკელები მომრავლდნენ.

 

გერმანიამ, ავსტრიამ და სლოვაკეთმა უკვე განაცხადეს საკუთარ საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ. გერმანიამ ერთი დღე-ღამით შეწყვიტა სარკინიგზო მიმოსვლა ავსტრიასთან მას შემდეგ, რაც მიუნხენის სადგურმა უქმეებზე რეკორდული ნაკადი _ 14 ათას ხუთასი ლტოლვილი მიიღო. ქალაქის მერმა დიტერ რაიტერმა განაცხადა, რომ ბავარიამ მიგრანტთა მიღების რესურსი ამოწურა.

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმააღიარა, რომ გერმანია დროებით აჩერებს შენგენის შეთანხმებაში მონაწილეობას.

 

გერმანიას ავსტრია შეუერთდა. ვიცეკანცლერმა რაინჰოლდ მიტერლაინერმა განაცხადა გერმანიასა და სლოვაკეთის საზღვარზე კონტროლის შემოღებისა და რამდენიმე ათასი სამხედროს განლაგების შესახებ "ლტოლვილთა პრობლემის გადაწყვეტის ხელშესაწყობად".

 

ავსტრიას სლოვაკეთმა მიბაძა და ჩეხეთთან, ავსტრიასა და უნგრეთთან საზღვრებზე კონტროლი დააწესა ასევე სამხედროთა მობილიზაციით.

 

ევროკავშირში უკვე მსჯელობენ კვოტებზე, რომლებიც სახელმწიფოთა ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობით უნდა შეიმუშავონ. ორი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან 160 ათასი მიგრანტის მიღებას ვარაუდობენ. ამ იდეას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან. უნგრეთის არმია სასწრაფოდ აგებს კედელს სერბეთის საზღვარზე და ლტოლვილთა წინააღმდეგ სპეცოპერაციების ჩატარების სწავლებებს იწყებს.

 

შენგენის გარე საზღვრების დახურვისკენ მოუწოდებს ჩეხეთის ვიცეპრემიერი ანდრეი ბაბიში, რომელიც იმაზეც ლაპარაკობს, რომ ჩეხურ ფირმებს თვეობით უწევთ შენგენის ვიზების გაფორმება მათთვის საჭირო მუშახელისთვის (მაგალითად, უკრაინიდან), ხოლო ბოლო დღეებში ევროპა გაივსო ათასობით უსაბუთო ლტოლვილით.

 

სირიიდან, ღატაკები კი არა, საშუალო კლასი ჩადის ევროპაში. კლასიკად ქცეული ერთი ფილმის არ იყო, Кто в Москву без денег едет? სხვაგვარად ისინი ევროპამდე ვერ ჩააღწევდნენ.თურქეთიდან საბერძნეთამდე ნავში ერთი ადგილის ფასიათასიდან 5 ათას დოლარამდე მერყეობს. ისინი კი ოჯახებითარიან წამოსული; შემდეგ სერბეთამდე ტაქსით მგზავრობენ დაღამეს სასტუმროში ათევენ. აქ საქმეში უკვე კონტრაბანდისტებიერთვებიან. ყალბი საბუთების დამზადება და საზღვარზეგადაყვანა 15 ათასი ევრო ჯდება. ლტოლვილებს ეს ფულიაქვთ... ჩვენი დევნილებისგან განსხვავებით, რომლებიცყველაფრის დაკარგვის შემდეგ ფეხით გადმოდიოდნენჭუბერზე, გაყინული ბავშვებით ხელში... ევროპას ისვიდეოკადრები არ უნახავს ან მშვიდად გაატარა...

 

ეს ევროპას არ შეხებია და არც შეშფოთებულან.

 

და მაინც _ რატომ სწორედ ახლა და ასეთი დიდი ნაკადით დაიძრნენ ლტოლვილები ევროპისკენ?

 

არსებობს ვერსია, რომ ლტოლვილებს ამერიკულისაქველმოქმედო ორგანიზაციები ეხმარებიან, მათ შორის,ფულითაც. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ყოველდასახლებულ პუნქტში ბანკებთან ლტოლვილებისკოლოსალური რიგები დგება. ისინი გადმორიცხულ თანხებსიღებენ. ეს მკაფიო სტრატეგიაა. აშშ დაინტერესებულია,ლტოლვილების ნაკადი ევროპისკენ წავიდეს და არაამერიკისკენ.

 

არის სხვა ვერსიებიც. დამასკოელი პოლიტოლოგი ტიერი მეისანიწერს: "ოთხი მილიონი სირიელი თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში გაიქცა. ევროკავშირი განზრახ წარმოაჩენს ამას, როგორც კატასტროფას. ევროპაში დღეს გაცილებით ნაკლები მიგრანტი შედის, ვიდრე 1992 წელს, როცა ევროკავშირში სულ 18 ქვეყანა იყო. ახლა 28 სახელმწიფოა. საქმე კი ის არის, რომ გერმანიას ხალხი სჭირდება საწარმოებში. გასული წლის დეკემბერში გერმანული მრეწველობის მესვეურნი აცხადებდნენ, რომ 800 ათასი მუშა ესაჭიროებათ, მაგრამ ეს შენგენისა და დუბლინის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება, ამიტომაც შექმნეს ლტოლვილთა გაუკონტროლებელი ნაკადის ილუზია".

 

ამერიკელი კონგრესმენის _ დან რორაბახერის აზრით, აშშ არ არის ვალდებული, დახმარება გაუწიოს ევროკავშირს ლტოლვილების პრობლემის მოგვარებაში. ამ შემთხვევაში ევროპამ თვითონ უნდა დაიცვას საკუთარი ტერიტორია და დაძლიოს კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ობამამ განკარგულება გასცა 2016 წლისთვის სირიიდან 10 ათასი მიგრანტის მიღების შესახებ, რორაბახერი დარწმუნებულია, რომ აშშ ევროკავშირის მიგრაციულ პრობლემებში არ უნდა ჩაერიოს. "ეს ჩვენ არ გვეხება.თუ ევროპელებს არ უნდათ საკუთარი ტერიტორიის დაცვა,მაშინ მივლენ ისინი, ვინც წაართმევს ამ ტერიტორიას. მე მგონი,ასეც ხდება," _ განაცხადა მან.

 

რატომ უნგრეთის გავლით? ათი წლის წინათ ფრანგულ ქალაქ მარსელის მოსახლეობის მესამედი უკვე არაბული იყო. მიგრაცია აფრიკიდან გიბრალტარის და ლიბიის გავლით დაიძრა. ვიდრელიბიას "გაადემოკრატიულებდნენ", ანუ დაბომბვებსდაიწყებდნენ, ეს ქვეყანა მიგრანტთა ნაკადს აკავებდა. ნატოს"ჰუმანიტარული" დაბომბვების შემდეგ ლიბია თვითონ ჩაიძირაქაოსში. მიგრანტებმა ხმელთაშუა ზღვის გავლით მიაშურესევროპას. არაერთხელ დამხრჩვალან და დავარცხნილ ევროპასისევე არ უნდოდა ამ დამხრჩვალი ადამიანების ცხედრებისდანახვა, როგორც დღეს _ ავსტრიაში ნაპოვნი მანქანისსაბარგულში 70 გვამისა. გაჩნდა ახალი მარშრუტი _ თურქეთი-საბერძნეთი-უნგრეთი-გერმანია (სრულიად ეგზოტიკური _ მურმანსკიდან ნორვეგიამდე, თუმცა იქ მხოლოდ 150 ლტოლვილი აღრიცხეს).

 

ამ პრობლემის სტატისტიკა ერთობ საინტერესოა. 2015 წლისიანვრიდან ივლისამდე 438 ათასმა ადამიანმა ითხოვათავშესაფარი ევროპაში. ლტოლვილთა 43%-მა გერმანიაშიისურვა ცხოვრება. 126 315-მა სირიელმა თავშესაფარი მიიღო.გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83%-ითგაიზარდა ლტოლვილთა ნაკადი ხმელთაშუა ზღვის გავლით.

 

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა ამას წინათ ევროპარლამენტის დეპუტატებს მიმართა: "წლის დასაწყისიდანევროპას 500 ათასი ადამიანი მოადგა". მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კი სულ სხვა ციფრს ასახელებს – 350 ათასს.ევროსტატის მონაცემებით, შარშან ევროკავშირს ლტოლვილისსტატუსის მოსაპოვებლად 625 ათასმა ადამიანმა მიმართა, 2013წელს _ 431 ათასმა. მაშ, რატომაა ასეთი აჟიოტაჟი? ნუთუ ერთი ბავშვის ცხედარმა გამოიწვია ეს? და რატომ არ იყო დარისხებულიგანგაშის ზარები მაშინ, როცა ასეულობით ადამიანს თავსაჭრიდნენ, ცოცხლად მარხავდნენ და წვავდნენ? იმიტომ ხომარა, რომ ამ ემოციურ ფონზე ყველა სახელმწიფო საკუთარინტერესებს ატარებს _ თურქეთით დაწყებული, ბრიტანეთითდამთავრებული?

 

უაღრესად საინტერესოა ჩინეთის პოზიცია ამ საკითხის მიმართ. "ჟენმინ ჟიბაომ" ამ დღეებში სტატია გამოაქვეყნა მეტყველი სათაურით "აშშ და ევროპა უნდა დაფიქრდნენ, საიდან გაჩნდალტოლვილთა ნაკადი". მასში ნათქვამია:

 

"ეს ლტოლვილები ომით მოცული ქვეყნებიდან – ჩრდილოეთ აფრიკიდან და დასავლეთ აზიიდან, ლიბიიდან და სირიიდან დაიძრნენ. ადრე ლიბია აფრიკის ყველაზე მდიდარი სახელმწიფო იყო. მის მოქალაქეებს შესაშური მატერიალური კეთილდღეობა ჰქონდათ _ უფასო სამედიცინო მომსახურება, უფასო საცხოვრებელი და უფასო განათლება. სირიაში, არაბეთის სოციალისტური აღორძინების პარტიის ხელმძღვანელობით, ნავთობის ექსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, პოლიტიკური სტაბილურობა და სოციალური სიმშვიდე, კულტურის, განათლების, სახალხო კეთილდღეობის მაღალი დონე სუფევდა. რატომ ექცათ ამ ადამიანებს მყისიერად სამოთხე ჯოჯოხეთად?

 

"სახელმწიფოს დაღუპვა" იქ 2011 წლის "არაბული გაზაფხულის" დროს მოხდა. ლიბია კადაფის დამხობის შემდეგ რამდენიმე ნაწილად დაიშალა, ეკონომიკა დაინგრა, მოსახლეობა უპოვარ ლტოლვილებად იქცა. სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, სირიელთა ნახევარი უსახლკაროდ დარჩა, ოთხი მილიონი ადამიანი ლტოლვილი გახდა. ამ ტრაგიკული ვითარების მიზეზიიყო ე.წ. "დემოკრატიული" უმცირესობის სურვილი, შეერყიათხელისუფლების სტაბილურობა. თუმცა მთავარი მიზეზი ისაა,რომ აშშ-მა და ევროპამ შემთხვევით ისარგებლეს, რათა ამქვეყნებში რეჟიმები შეეცვალათ. აშშ-მა სამოქალაქო ომამდედიდი ხნით ადრე დაიწყო სირიის ოპოზიციის საიდუმლოდაფინანსება, შექმნა "სირიის მეგობრებისა" და "სირიისკრიზისის" სამუშაო ჯგუფები.

 

ფაქტი ჯიუტია: აშშ-ისა და ევროპის საგარეო პოლიტიკურიჰეგემონიზმი საშინელი და სულელურია. გარდა იმისა, რომ მანდასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში კატასტროფისპროვოცირება მოახდინა, მან ასევე აიძულა ევროპა, საკუთარითავით ეზღო. ომი ლიბიაში ევროპის ინიცირებულია, მაგრამ მისგან არანაირი სარგებელი არ მიუღია, პირიქით, ენერგორესურსების მსხვილი ექსპორტიორი დაკარგა და მიგრაციის ტალღა გამოიწვია. ამერიკამ და ევროპამ ჩაიფიქრესხელისუფლების დამხობა სირიაში, მაგრამ ამან "ისლამურისახელმწიფოს" და სხვა ექსტრემისტული ძალების გაძლიერებაგამოიწვია".

 

დასკვნა ამ სიტუაციიდან სწორედ რომ ჩინური სიბრძნით არის ნაკარნახევი: "ლტოლვილთა ტალღა აფრთხილებს აშშ-სა დაევროპას: გადახედეთ საკუთარ პოლიტიკას, ყური მიუგდეთშეგონებას: "ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენმოგექცნენ". ჩინეთის, როგორც სხვა განვითარებადი ქვეყნების, აზრით, ამ ქვეყნებმა სრულად უნდა გაიაზრონ ისეთი გამოთქმის აზრი, როგორიც არის "სტაბილურობა, უპირველეს ყოვლისა". მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოში შეუძლიათ ადამიანებს, ბედნიერნი იყვნენ".

 

უცნაურია, მაგრამ ოდესღაც ქრისტიანულ ევროპას დღეს ჩინეთიასწავლის ქრისტიანობის საფუძვლებს. ალბათ, იმიტომ, რომ ესზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია და არა სეპარატულ-ჰეგემონისტური, როცა ქედმაღლურად მიგაჩნია, რომუბედურება სხვათა სახლებში შევა, შენს ზღურბლზე კისასწაულებრივად შეჩერდება და ვერ შეგეხება.

 

ჭეშმარიტად, ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ!

 

ნანა დევდარიანი

 

წყარო: "საქართველო და მსოფლიო"

18-09-2015, 12:00
უკან დაბრუნება