"თქვენ საერთოდ არ ილაპარაკოთ, ქოცებო. უბრალოდ დაჯექით და ჩუმად ითვალეთ, რამდენი დაგრჩათ!" - ამ სიტყვებით ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გიგი უგულავას გათავისუფლების ფაქტს და მის თანმდევ პროცესებს ეხმაურება. მისი თქმით, ვოლსკის ანონსის შემდეგ, რომლის თანახმადაც უგულავასთვის პატიმრობა უნდა მიესაჯათ, ხელისუფლებამ არ უნდა ილაპარაკოს, რომ ვინმე სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდა.
"1. თქვენ აღარ თქვათ, რომ ვინმე ამ ქვეყანაზე კონსტიტუციას პატივს არ სცემდა!
2. თქვენ აღარ თქვათ, რომ ვინმე ამ ქვეყანაზე კანონს ფეხქვეშ თელავდა!
3. თქვენ აღარ თქვათ, რომ ვინმეს ამ ქვეყანაზე უკანონო პატიმარი ჰყავდა.
4. ვოლსკის ანონსის შემდეგ, რომ პატიმრობას უსჯიან თურმე დღეს უგულავას, თქვენ აღარ თქვათ რომ ვინმე სასამართლოზე ზეწოლას ანხორციელებდა, ან ერეოდა ამ ქვეყანაში.
თქვენ საერთოდ არ ილაპარაკოთ ქოცებო. უბრალოდ დაჯექით და ჩუმად ითვალეთ რამდენი დაგრჩათ!" - წერს ჟორჟოლიანი.