ივერიონი / კახი კახიშვილი:საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია ზოგადად ნორმის გაუქმებაზე

კახი კახიშვილი:საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია ზოგადად ნორმის გაუქმებაზე

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახი კახიშვილის განცხადებით, ვინც ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებული ნორმა მას ეხება, უნდა მიმართოს შესაბამის სასამართლოს. ამის შესახებ კახიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

 

"ეს შეცვლილი ნორმა შეეხება იმათ, ვის მიმართაც იქნება საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია ზოგადად ნორმის გაუქმებაზე. ყველა ის მხარე, ვისაც ჰგონია და მიაჩნია, რომ შესაძლოა ეს გადაწყვეტილება გახდეს ახლად აღმოჩენილი გარემოება მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათავისუფლების საკითხში, ამ ადამიანებმა უნდა მიმართონ საერთო სასამართლოს. რამდენი გადაწყვეტილებაც იქნება ასეთი, მათ აღსრულებას დაუყოვნებლივ მოახდენს სასჯელაღსრულების სამინისტრო", - აღნიშნა მინისტრმა.

18-09-2015, 12:19
უკან დაბრუნება