"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებებიდან ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა გიგი უგულავას დღესვე დაპატიმრებაა:
" ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილის ერთერთი ფავორიტის, გამორჩეული დეპუტატის მეჭიაურის სიტყვები. ის გოგი თოფაძესთან ერთად გამორჩევა "პირდაპირობით" და მან პირდაპირ თქვა, რომ დაკვეთაა, ძალიან სწრაფი "რევანში" მოხდეს და დღესვე დააპატიმრონ უგულავა. ეს არ არის სამწუხაროდ მოულოდნელი, ჩვენ ვიცით, რომ სრულ ისტერიკაში იყო ივანიშვილი პირადად, მისი გარემოცვა, დამნაშავეებს ეძებენ და იქნება გაასმაგებული ზეწოლა მოსამართლეზე, სასამართლოზე, რომ ეს შედეგი დადგეს. მე არ დავიწყებ მარჩიელობას - გაუძლებს ეს მოსამართლე ამ ზეწოლას თუ ვერ გაუძლებს, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში, ხშირად სამწუხაროდ, სასამართლო ზეწოლას ვერ უძლებდა, თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც - საპირისპიროსი. საერთო ჯამში, მთავარი პრობლემა მდგომარეობს არამხოლოდ იმაში, რა მოხდება დღეს, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ვართ კონცენტირებული აი, ამ საკითხზე, ივანიშვილის და მის გუნდის მიერ საქმის კეთების ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების დევნის კომენტირებაზე - მოხდება ეს დევნა, წარმატებული იქნება დღეს თუ წარმატებული იქნება ხვალ. ამას უნდა დავუსვათ წერტილი, ივანიშვილის რეჟიმს მშვიდობიანად და კონსტიტუციურად და ეს აუცილებლად მოხდება. უბრალოდ, ჩვენ ეს ყველაფერი გვახსენებს, რამდენად ღრმაა პრობლემა და უფსკრული, საითაც ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას მიაქანებს."- განცხადა გიგა ბოკერიამ.