ივერიონი / თინათინ ხიდაშელი: ადვილია იპოვნო ბედნიერება!

თინათინ ხიდაშელი: ადვილია იპოვნო ბედნიერება!

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მის ადამიანური სისუსტეებისა და საყვარელი ადამიანების შესახებ წერს, ადამიანებისა, რომლებსაც მისთვის ბედნიერება მოაქვთ.

 

"სერიიდან მეც ხომ ადამიანი ვარ, ნუ ხანდახან მაინც...

ბედნიერი ვარ.

არც სოციალური სტატუსი, არც პოლიტიკური ფილოსოფიის ერთგულება, თანამდებობა, მეგობრები (უსაზღვროდ მიყვარხართ), შვილებიც კი არა (მიუხედავად იმისა რომ მათთვის სამყაროს შევატრიალებ), არც, არც, არც ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო რაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საინტერესო, ან მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე, რისთვისაც შეიძლება ბევრი დრო და ენერგია დაგვიხარჯავს, ცრემლიც გვიღვრია.

სიხარული ბევრია, ბევრი მიზეზით გამოწვეული ამ ცხოვრებაში. ყველას თავისი ადგილი აქვს და სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის ჩვენს ყოველდღიურობას. ადამიანების ღიმილიანი სახე, სიკეთის კეთება, ერთი მადლობა ყველაფრად ღირს ამ ქვეყნად.

მაგრამ...

ბედნიერება ერთია. Oნე ანდ Oნლყ.

ის წამი, როდესაც იპოვნი, დაინახავ, მიხვდები, ხელით შეეხები, მუდმივი.

თუკი შენი შეგნებული ცხოვრების ნახევარზე მეტი ამაში, ყოველდღიურად თავიდან რწმუნდები სრულიად საკმარისია რომ მთები გადადგა.

მე 20 წელია ყოველ დილას, შუადღეს და საღამოს თავიდან მიყვარდება, თავიდან მიხარია, როგორც პირველი პოვნის დღეს, ვხვდები, რომ სანამ ხელჩაკიდებული ვიქნები ვერაფერი მომერევა.

ბედნიერი ვარ!

ეხლა რამ გამახსენა. არც იუბილე გვაქვს, არც დაბადების დღე, უბრალოდ ახალი დღე დაიწყო და მე თავიდან შემიყვარდა.

დღეს ისე ვარ, აი სამყარო რომ შავია, ირგვლივ არაფერი არ მოძრაობს, ათასი ადამიანი დადის, მათ ნახევარს მაინც უყვარხარ და შენთვისაც ყოველი მათგანი ძალიან ძვირფასია მაგრამ ვერ გშველის, ღრუბლები არ იფანტება.

მერე სახლში მოვედი და 10 წუთი ჩაის ჭიქით ხელში და მორჩა, იმედი, სიცოცხლის მიზეზი, ბრძოლის ჟინი, გამარჯვების რწმენა, უკეთესისთვის შრომის სურვილი ყველაფერი დაბრუნდა.

აი ასე მარტივად და უბრალოდ.

ადვილია იპოვნო ბედნიერება და იყო კარგად, მაშინაც როცა თითქოს არც ერთი მიზეზი არ ჩანს..."- წერს ხიდაშელი. 

21-09-2015, 12:26
უკან დაბრუნება