ივერიონი / მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზე ჯვრს აღმართავენ

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზე ჯვრს აღმართავენ

მახათას მთაზე ელოდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. ამ წუთებში მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარზე ჯვრის აღმართვისთვის ემზადებიან. ჟურნალისტებს ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განუცხადა.

 

ბურჭულაძის ინფორმაციით, მიზანია, ტაძრის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე დასრულდეს და ამ გზით მიულოცონ საქართველოს პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი.

 

"ეს ის ტაძარია, რომელსაც მთელი საქართველო აშენებს თავისი შემოწირულობით. ასეთი რამე არ მომხდარა მსოფლიოში და ალბათ აღარც მოხდება. მთელი ღამე არ შეწყვეტილა წირვა-ლოცვა და ხალხის ნაკადი. უამრავი ადამიანი მოვიდა", - განაცხადა ბურჭულაძემ.

21-09-2015, 12:41
უკან დაბრუნება