კუდ-ის დაკავებული 4 თანამშრომლის: ებანოიძის, ბორცვაძის, სოლომონაშვილის და კვარაცხელიას ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოში განცხადებას შეიტანენ და განაჩენს გაასაჩივრებენ.
ადვოკატ ირაკლი ჩიკვაიძის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა. დაკავებულების ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვენ.
შეგანხსენებთ, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა უკანონო მოსმენებში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და კომპიუტერულ ქსელებში უკანონო შეღწევის გამო აქვთ შეფარდებული.