სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროგრამას, რომელიც ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების თავმოყრას და საინფორმაციო ბაზის განახლებას გულისხმობს, _ იტყობინება სააგენტო.
სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძიებენ.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბიზნესოპერატორების მონაცემთა ბაზის განახლება ხელს შეუწყობს სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესებას, კონტროლის ეფექტიანად განხორციელებას და რესურსების ოპტიმიზაციას.
აღრიცხვის პროცესი 14 სექტემბერს დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
ბიზნესოპერატორი არის პირი, რომლის საქმიანობაც უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას.