ივერიონი / მამუკა არეშიძე: ვფიქრობ, მთელ პროცესში საინტერესოდ იკვეთებოდა გიგა ბოკერიას ფიგურა

მამუკა არეშიძე: ვფიქრობ, მთელ პროცესში საინტერესოდ იკვეთებოდა გიგა ბოკერიას ფიგურა

"უგულავამ გადაფარა თავისი დანაშაულის სიმძიმე, ის იქცა ლამის რომაელ ლეგიონერად, რომელმაც საკუთარი განაჩენი თვითონ გამოაცხადა და თავისი ნებით შევიდა ციხეში..." - განცხადებას ამის შესახე  ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აკეთებს:

 

"ვფიქრობ, მთელ პროცესში საინტერესოდ იკვეთებოდა გიგა ბოკერიას ფიგურა. პიარტექნოლოგიის ნაწილი იყო ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერი ერთხმად ლაპარაკობდა ბიძინა ივანიშვილზე. წარმოაჩენდნენ ისე, თითქოს მხოლოდ მას უპირისპირდებიან და დანარჩენი ხელისუფლება უმნიშვნელოა.

 

მომავალი არჩევნების თემას რომ დავუბრუნდეთ, მე მაინც მგონია, რომ მოხდება კონსოლიდაცია ისეთი ძალებისა, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში აქტიურები არ იყვნენ და ანგაჟირებულებიც არ არიან. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური იდეის რეიტინგი დღეს საქართველოში ძალიან დაბალია. ეს ცუდია. ვერა და ვერ მოხერხდა საქართველოში სერიოზული პოლიტიკური სივრცის შექმნა. ლამის 30 წელია, რაც პერსონალიებს ვაძლევთ ხმას და არა პოლიტიკურ იდეებს", - აცხადებს მამუკა არეშიძე.

22-09-2015, 11:56
უკან დაბრუნება