კასკადია პროცედურული დარღვევების ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხდარი და არა მხოლოდ, - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
,,გიორგი პაპუაშვილს მე ვურჩევ საკუთარ სასამართლოს რეგლამენტს გაეცნოს, რადგან მის რეგლამენტში წერია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ხელმოწერა ხდება არა საავადმყოფოში ან რომელიმე ეზოს რომელიმე კუთხეში, არამედ სათათბირო დარბაზში.
კასკადია პროცედურული დარღვევების ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში მომხდარი და არა მხოლოდ. ამიტომ, ჩვენთვის ეს არის პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, მოსამართლე უნდა იყოს დაცული, მაგრამ მოქალაქეს აქვს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება"", - განაცხადა თეა წულუკიანმა.