ივერიონი / ჯეკი და „ქალების სამეფო” გორში

ჯეკი და „ქალების სამეფო” გორში

ფრანგებმა გამოგონილი ქვეყნის გადასაღებად საქართველო შეარჩიეს. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახად ცნობილი, რაც გადამღებმა ჯგუფმა  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ფილმის "ჯეკი – ქალების სამეფოში” გადაღებები დაიწყო.


ერთ-ერთი ეპიზოდი გორის ცენტრალურ მოედანზე ადმინისტრაციული შენობის წინ დღეს გადაიღეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


მიუხედავად იმისა, რომ გადასაღებ მოედანზე ჟურნალისტების დაშვება აკრძალული იყო, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა რეპეტიციის რამდენიმე ეპიზოდი გადაიღეს.


ფილმში მოქმედება 2340 წელს ხდება, სადაც ქვეყანას ქალები მართავენ, ხოლო მამაკაცები დიასახლისები არიან. ერთ-ერთ მთავარ როლს შარლოტა გინსბურგი ასრულებს. რეჟისორ მიშელ აზანავიჩუსს ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, ვინ შეასრულებს მთავარ როლს.


საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რამდენიმე დღეა გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული შენობა პარალიზებულია, მოქალაქეებს ადგილობრივ მთავრობასთან კომუნიკაცია უჭირთ. საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს არა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ფორმით და ვალდებულებებით დაიქირავეს შენობა ფილმის გადასაღებად.


ცნობილია ის, რომ ფილმში მონაწილეობის მისაღებად გადამღებმა ჯგუფმა სტუდენტები და ახალგაზრდები დაიქირავა. დაქირავებულებს დღეში 15 ლარს უხდიან.

19-11-2012, 13:32
უკან დაბრუნება