ივერიონი / თინა ხიდაშელი:უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა "ძალიან რუტინული" და "არაფრით განსაკუთრებულია

თინა ხიდაშელი:უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა "ძალიან რუტინული" და "არაფრით განსაკუთრებულია

"უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა "ძალიან რუტინული" და "არაფრით განსაკუთრებულია", – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

 

მინისტრის შეფასებით, ეს არის სტანდარტული პროცედურა, სადაც ჯარის რაოდენობა უნდა განისაზღვროს.

 

"კანონმდებლობით, აღნიშნული, პრეზიდენტის ყოველწლიური ვალდებულებაა, რომელზეც შემდეგ უკვე პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ძალიან რუტინული სხდომაა და არაფრით განსაკუთრებული", – განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე.

მისივე თქმით, საბჭოს სხდომაზე მის დასწრებასთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

23-09-2015, 13:06
უკან დაბრუნება