ივერიონი / ნოდარ ხადური: მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდამდე ლარი იქნება

ნოდარ ხადური: მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდამდე ლარი იქნება

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიარდამდე ლარი იქნება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა განუცხადა.

 

ნოდარ ხადურმა მედიას 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები გააცნო, თუმცა იქამდე ბიუჯეტის პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

 

"მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგ პარამეტრებზე - ეს არის 3 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, 3 პროცენტიანი საბიუჯეტო დეფიციტი და დაახლოებით 4-4,5 პროცენტიანი ინფლაცია, რაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ წელს პირველად საქართველოში საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იქნება დაახლოებით 8,5 მილიარდი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები კი დააახლოებით კი 10 მილიარდი ლარი (9,9 მლრდ ლარი)", - განაცხადა ნმოდარ ხადურმა.

 

რაც შეეხება შეკითხვას, რა კურსზე დაიგეგმა მომავალი წლის ბიუჯეტი, ფინანსთა მინისტრის თქმით, გაცვლითი კურსი ბიუჯეტზე დიდ ზეგავლენას არ ახდენს.

 

"გაცვლითი კურსი ზემოქმედებებს მხოლოდ ორ ფაქტორზე- ეს არის საგარეო ვალის აღება და მისი დაფარვა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

23-09-2015, 14:04
უკან დაბრუნება