ივერიონი / ირინე იმერლიშვილი: სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელი დარჩება!

ირინე იმერლიშვილი: სამხედრო ძალების რაოდენობა უცვლელი დარჩება!

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინე იმერლიშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა სამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.

 

ეს საკითხები იყო სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის, სამხედრო აღმშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და "საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წლების დოკუმენტის" პროექტის სამხედრო საფრთხეების ნაწილი.

 

როგორც  იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,   უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოზე შეიკრიბება უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც იმუშავა ამ საკითხებზე და მისცემენ თანხმობას უშიშროების საბჭოს გავლის შემდეგ, რომ მთავრობასთან გაიგზავნოს დასამტკიცებლად.

 

"მოგეხსენებათ, ამ დოკუმენტს ამტკიცებს მთავრობა და იგი საიდუმლო დოკუმენტია. ის არის სამი წლით განსაზღვრული და 2015-2018 წლებით იქნება ეს დოკუმენტი განსაზღვრული", - განაცხადა იმერლიშვილმა.

 

მისივე თქმით, დღეს ვინც ესწრებოდა სხდომას, ამ საკითხზე ყველანი დაეთანხმნენ, თუმცა მას, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანს, დაევალა ამ გადაწყვეტილების პროცედურულად გაფორმება. .

 

24-09-2015, 06:38
უკან დაბრუნება