საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით საგანელიძე წარადგინა.
ამ თანამდებობაზე საგანელიძემ ირაკლი კოვზანაძე შეცვალა. ეს უკანასკნელი რამდენიმე დღის წინ ახლადშექმნილ საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს ჩაუდგა სათავეში.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კოვზანაძეს ფონდში გაწეული მუშაობისთვის და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვამელობით წარმატებული პროექტები განხორციელდა.
,,რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, მინდა წარმოგიდგინოთ ბატონი დავით საგანელიძე. ჩვენი უმრავლესობის ლიდერი, გამოცდილი პოლიტიკოსი. სამწუხაროდ, პარლამენტს დაემშვიდობა და გააგრძელებს მუშაობას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე"", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ დავით საგანელიძეს მენეჯმენტის დიდი გამოცდილება აქვს.
მაგალითად კი, პრემიერმა მოიყვანა ის, რომ წლების განმავლობაში საგანელიძე იყო საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თიბისის დირექტორთა საბჭოს წევრი.
ღარიბაშვილმა საგანელიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ხელმძღვანელობით ფონდი წარმატებულ პროექტებს განახორცილეებს.
თავის მხრივ, დავით საგანელიძემ მადლობა გადაუხადა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის და სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.
,,გამორჩეული სტრუქტურა იყო, არის და იქნება. მივესალმები იმ გრანდიოზულ თემებს, რომელიც ბატონი, ირაკლი კოვზანაძის ხელმძღვანელობით დაიწყო. ვფიქრობთ, სერიოზული რესტრუქტურუზაციის გაკეთებას ამ ფონდის ბაზაზე, შევქმნით დიდ საფინანსო განვითარების ინსტიტუტს, რომელიც ბევრად დიდი ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს საქართველოში და იმ გეგმას განახორციელებს, რაც 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დავიწყეთ ეკონომიკური განვითარების სფეროში"", - განაცხადა საგანელიძემ.