ივერიონი / ვის უფრო ეგემრიელება „ქართული ლუკმა“, ანუ ორ ვეშაპს შორის გაჩხერილი საქართველო!

ვის უფრო ეგემრიელება „ქართული ლუკმა“, ანუ ორ ვეშაპს შორის გაჩხერილი საქართველო!

დავიწყოთ კითხვით: ვის ვჭირდებით?

 

როგორც ერი, ეთნოსი, არავის!

 

ახალს არაფერს გეტყვით, ამერიკასც და რუსეთსაც საქართველო, ბუფერულ ზონად, დერეფნად, უაღრესად სტრატეგიულ გეოპოლიტიკურ სიბრტყედ ჭირდება და ასეთადაც აღიქვავენ საქართველოს!

 

არც ერთი და არც მეორე არ დაგიდევთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტს, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააა! – „ეგ ზღაპრები, ძილის წინ უამბეთ ბავშვებს“! საქმე ბატონებო, საქმე! - ასე ფიქრობს ორივე „დერჟავა“ და ღიად თუ დაფარულად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჯერ „ტერიტორია“ გაწმინდოს ქართველი „აბორიგენებისგან“, შემდეგ კი ერთმანეთში გაარკვიონ, ვისი იქნება გეოპოლიტიკური სიბრტყე, რა დაერქმევა, „ჯორჯია“ თუ „გრუზია“... ეს უკვე, გემოვნების და სტატუსის საკითხია!

 

ამერიკის შეერთებული შტატებიც და რუსეთიც იმპერიული სახელმწიფოებია და ინდიელების გენოციდის პერიოდიდან მოყოლებული სულ სისხლს ღვრიან, რომ საკუთარი ტერიტორიები გააფართოვონ ან მათგან ძალიან შორს მდებარე ქვეყნებზე გავლენა მოიპოვონ, ანუ იმპერიული ამბიციები დაიკმაყოფილონ! ძალიან ხშირად ეს შეჯიბრი, ამერიკასა და რუსეთს შორის, პათოლოგიურ ხასიათს იძენს! ფაქტიურად, საბჭოთა კავშირი გაფართოებული რუსეთი იყო, იმპერია გარკვეული უტოპიურ-ვერაგული იდეოლოგიით!

 

არ ვიცი, ადრე როგორ და რა, მაგრამ, 70-იან, 80-იან 90-იან წლებში, როცა ძალიან ხშირად ვმოგზაურობდი, აშკარად ვხედავდი, რომ რუსი და რუსეთი არსად არ უყვარდათ!

 

მთელი უბედურება კი იმაში იყო, რომ ყველას, ვინც საბჭოთა კავშირის მოქალაქე ერქვა, შავტუხას, ქერას, ვიწროთვალებას, ყველას რუსს გვეძახდნენ და დამოკიდებულებაც შესაბამისი იყო, ანუ ვეზიზღებოდით!

 

ამერიკის და რუსეთის ხელით განადგურდა უმშვენიერესი ვიეტნამი, ამერიკის და რუსეთის ინტერესებს შეეწირა კორეიის ერთიანობა! ლაოსი, კამბოჯა, ავღანეთი! რომელი ერთი ჩამოვთვალო?

 

კუბის კრიზისმა ხომ ლამის მესამე მსოფლიო ომი გამოიწვია 1962 წელს და აქაც რუსეთის და ამერიკის ინტერესები დაეჯახა ერთმანეთს!

 

საოცარია! ორი კორეაა, სამხრეთ კორეა, რომელიც თავისი მრეწველობით და სოციალური პირობებით იაპონიას არ ჩამოუვარდება და ჩრდილოეთ კორეა, მონებისა და ზომბირებული საცოდავი ადამიანების ბანაკი, სადაც კიმების „კომუნისტურ-მონარქისტური დინასტია“ ფუფუნებაში ნებივრობს და სიმდიდრით ემირატების შეიხებს ჯიბეში ჩაისვამს!

 

ერთი ამერიკელენმა შექმნეს, მეორე რუსებმა! საკუთარ ყაიდაზე ჭრეს და კერეს! არავის ეგონა (რა ვიცი შეიძლება ძალიან „პრადვინუტებს“ ეგონათ კიდეც) რომ ოცდამეერთე საუკუნეში კვლავ წარმოიშვებოდა მსოფლიოში, გავლენის სფეროების გადანაწილებების დილემა! ცეცხლის ალშია გახვეული ნახევარი აზია, ახლო აღმოსავლეთი, არაბეთის ნაწილი და ჩრდილოეთი აფრიკა.

 

თუმცა, რაღა აზიაში წავიდეთ, ნამდვილი ომია უკრაინაშიი და აქაც ამერიკისა და რუსეთის ინტერესები იკვეთება! ჯორჯ ბუშის დაპირება რომ არა - „შენ დაიწყე და, მერე ჩვენ მივაწვებითო“ იდიოტი სააკაშვილი არ გაბედავდა სამაჩაბლოში რუსეთის წინააღმდეგ გალაშქრებას. ვინ იცის, იქნებ აქაც რუსეთის და ამერიკის ფარულ გარიგებასთან გვაქვს საქმე?

 

რაც შეეხება ევროკავშირს!

 

ევროპა დღეისთვის საქართველოსთვის არც „ღვინოა და არც წყალი“!

 

როცა ამ სტრიქონებს ვბეჭდავ, ევროპის ქვეყნები საკუთარი საზღვრების დაცვით არიან დაკავებული - აზიელი, არაბი და აფრიკელი ლტოლვილების შემოსევისგან თავს იცავს და ჩვენთვის არ ცხელა!

 

სამაგიეროდ ისევ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესები დაეჯახა ერთმანეთს და ყველგან, იქ, სადაც დღეს ომია ამერიკელები და რუსები ღვრიან სისხლს!

 

ამერიკამ ისლამური სახელმწიფო წარმოქმნა, რუსეთის საპირწონე, ისევე როგორც ადრე ავღანეთში მუჯახედები და ბენ ლადენი „შექმნეს“ რუსები რომ განმოედევნათ ავღანეთიდან და გამოდევნეს კიდეც!

 

სამაგიეროდ „ავღანური ჯინი“, რომელიც ბოთლიდან ამოუშვეს, ვეღარ ჩატენეს უკან და იმის განადგურება დაჭირდათ, რაც თავად შექმნეს!

 

რუსეთმა სირიაში ცოცხალი სამხედრო ძალა და ტექნიკა გააგზავნა. ამ ოპერაციას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაარქვა, სინამდვილეძში ეს არის ომი რუსეთსა და ამერიკას შორის სხვის ტერტორიაზე!

 

ამერიკის და რუსრთის დუელმა ახლო აღმოსავლეთში უამრავი ლტოლვილი წარმოშვა, რამაც პრობლემები შეუქმნა იევროპას, მაგრამ არც რუსეთს და არც ამერიკას სულაც არ ადარდებს - ისინი დღეს „ომობანას თამაშობენ“ და ისე შევიდნენ აზარტში, შეიძლება ეს „თამაში“ „ატომის ბომბების“ ტყორცნებით დაასრულონ!

 

აზარტში შესული ადამიანი გიჟია და „გიჟი კი თავისუფალია“, მოგეხსენებათ! „ყველა ყველა დარეჯან და ხვალა სადილად რა ვჭამოთ“?

 

აი, ჩვენ რა გვეშველება? „რა გვექნება ხვალ სადილად?“ გადავრჩებით, თუ გავნადგურდებით, ლათინების, შუმერების,აქადების და სხვა უძველესი კულტურული ერების მსგავსად?

 

 აქ კი გავიჭედე! არავინ იცის!

 

თუმცა, ორი ვარიანტია და სხვა ალტერნატივა არ არსებობს - ან გადავრჩებით, ან არა!

 

უკვე იმაზე აღარ არის საუბარი, ვისი ვასალობა ჯობია - რუსეთის თუ ამერიკის, ქართველებისთვის ორივე ერთი ფეკალიაა!

 

ქართველები თუ ვჭირდებით ერთსაც და მეორესაც, მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი „შავი სამუშაო“ ჩვენ გაგვაკეთებინონ, საკუთარი პროექტების განსახორციელებლად და მოიძიეს კიდეც „იბერიაში“ როგორც პროდასავლური, ასევე პრორუსული ძალები!

 

რა შეგვიძლია ჩვენ, რიგით მოქალაქეებს ამ ურთულეს დროს?

 

მხოლოდ ერთი რამ: მუხლმოდრეკით შევავედროთ უფალს საქართველო და ვეხვეწოთ, იქნებ რუსეთს და ამერიკას შთააგონოს ნუ გაგვანადგურებს როგორც ერს!

 

...აქ ერთი ანეკდოტი მახსენდება: შტორმია ზღვაში, ჰაა და ჰა უნდა ჩაიძიროს უშველებელი ლაინერი. გამოვარდა გემბანზე ერთი ძალიან ცოდვილი მგზავრი, მუხლებზე დაეცა და უფალს შეჰღაღადა: - ღმერთო,ვიცი, ცოდვილი ვარ და ვიმსახურებ სასჯელს, მაგრამ ამ ხუთი ათასმა მგზავრმა და გემის ეკიპაჟმა რაღა დააშავა?...

 

მოხდა საოცრება და ცოდვილს უფლის ხმა ჩაესმა; - რას ამბობ! იცი რამდენი დრო და მეცადინეობა დამჭირდა, ყველა ცოდვილი ერთ გემზე რომ მომეგროვებინა?...

 

ღმერთმა ნუ ქნას, უფალმა ჩვენგან პირი იბრუნოს და ზღვაში ჩასაძირად გაგვიმეტოს!

 

 

თამაზ ჭეიშვილი

24-09-2015, 12:58
უკან დაბრუნება