ივერიონი / თეა წულუკიანი: თუკი იღებ კარგ ხელფასს, თუკი გაცვია მანტია, აუცილებელი განიხილო საქმეც

თეა წულუკიანი: თუკი იღებ კარგ ხელფასს, თუკი გაცვია მანტია, აუცილებელი განიხილო საქმეც

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკური კეთილდღეობის შემთხვევაში, მოსამართლეებს უფრო მაღალ ხელფასსა და პრემიას ჰპირდება. 

 

როგორც წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის წარდგენისას განაცხადა, სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც რიგითებს შორის პირველი იქნება, საქმის განხილვის ვალდებულება ექნება.

 

"ისინი იღებენ ყველა იმ ბენეფიტს, რაც მოსამართლეს უნდა ჰქონდეს და მოსამართლეს უნდა ჰქონდეს დიდი ხელფასი და პრემია. როგორც კი ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა ამის საშუალებას მოგვცემს, მთავრობა, პირველ რიგში, იზრუნებს ამისთვის, რომ თქვენი ხელფასები და პრემიებიც, იმიტომ რომ გჭირდებათ, მაგრამ, რაც მთავარია, პენსიებიც იყოს მაღალი. ამაზე ჩვენ არ ვდაობთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი - თუკი იღებ კარგ ხელფასს, თუკი გაცვია მანტია, განიხილო საქმეც. ასეთი იქნება ჩვენი სასამართლოს თავმჯდომარეების მომავალი ბედი", - განაცხადა წულუკიანმა . 

24-09-2015, 13:06
უკან დაბრუნება