ივერიონი / პრეზიდენტი სემეკ-ის დაწუნებულ კანდიდატებს მთავრობას ხელახლა წარუდგენს

პრეზიდენტი სემეკ-ის დაწუნებულ კანდიდატებს მთავრობას ხელახლა წარუდგენს

პრეზიდენტი სემეკ-ის დაწუნებულ კანდიდატებს მთავრობას ხელახლა წარუდგენს. პრეზიდენტის მრჩეველ ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილის თქმით, მთავრობამ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დაიწუნა.

 

"საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად შერჩეული ისევ ეს ორი პროფესიონალი კანდიდატი ახლიდან წარუდგინოს მთავრობას შესათანხმებლად," - განაცხადა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

24-09-2015, 19:44
უკან დაბრუნება