ივერიონი / საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა გაიზრდება

საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა გაიზრდება

თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ოფიციალურ სადილზე მიიპატიჟეს.

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ფოლკერ ვიკერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ესტუმრა.

 

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში. სტუმარმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა და მსოფლიოს უსაფრთხოების დაცვის საქმეში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. გენერალმა ვიკერმა, ასევე განაცხადა, რომ გერმანული მხარე მზადაა საქართველოსთან, გერმანიის მეგობარ ქვეყანასთან, თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.

25-09-2015, 06:59
უკან დაბრუნება