"კოლეგებს ოპოზიციიდან ვურჩევ, კომპეტენცია და ელემენტარული ცოდნა თუ არ ჰყოფნით, გაჩუმდნენ მაინც..." - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე საკუთარ "facebook" გვერდზე წერს
"არ შემიძლია ამას არ გამოვეხმაურო და გაუთვითცნობიერებელი დეპუტატების საყურადღებოდ არ ვთქვა:
ამდენი წელი პოლიტიკაში მყოფმა პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურების სიტყვით გამოსვლები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, პირველ ოქტომბერს არის დაგეგმილი. გაერო-ს დღევანდელ, "მდგრადი განვითარების სამიტზე" გამოსვლის ფორმატი კი მხოლოდ სამ წუთიან გამოსვლებს ითვალისწინებდა. შესაბამისად, დღეს ერთერთი პარალელური ღონისძიება გაიმართა, ხოლო გენერალური ასამბლეა ოფიციალურად ორშაბათს გაიხსნება. ასე, რომ კოლეგებს ოპოზიციიდან ვურჩევ, კომპეტენცია და ელემენტარული ცოდნა თუ არ ჰყოფნით, გაჩუმდნენ მაინც... და თუ ამას შეგნებულად ამბობენ და ისევ ტყუილების ტირაჟირება უნდათ - იცოდეთ, რომ უკიდურესად სამარცხვინოა უკვე ამდენი ტყუილი", - წერს კვაჭანტირაძე.