ივერიონი / დავით უსუფაშვილი:ქვეყნის წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, პირველ რიგში პასუხისმგებელია პრემიერი

დავით უსუფაშვილი:ქვეყნის წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, პირველ რიგში პასუხისმგებელია პრემიერი

"პრეზიდენტს აკისრია მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ მიმდინარე საქმეებზე - წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც, პირველ რიგში პასუხისმგებელია პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

 

"პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკური აქტივობები მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უნდა იყოს მთავრობის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკის შიგნით და არ მაქვს საფუძველი, ვთქვა, რომ დღეს ასე არ არის. თუ პრეზიდენტი ამას არ ეთანხმება, ვალდებული და იძულებულია, თავი შეიკავოს ზედმეტი აქტივობებისგან, რადგან მას არ შეუძლია, შეასრულოს გარეთ აღებული ვალდებულებები. მაგალითად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება აქვს პრეზიდენტს, მაგრამ თუ იმ ხელშეკრულებაში ნაკისრ ვალდებულებას მთავრობა არ ეთახმება, ის ხელშეკრულება ვერ შესრულდება და ქვეყანა დაზარალდება. ეს ძალიან კარგად იცის პრეზიდენტმაც და მთავრობამაც, ამიტომ ასეთ საკითხებზე მიმდინარეობს მუშაობა და საჭიროა ამის კიდევ უფრო დახვეწა. სჯობს, არ იყოს ამ ტიპის საუბრების საბაბი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

27-09-2015, 11:31
უკან დაბრუნება