ივერიონი / დავით ნარმანია:ძალიან მწარედ და ტრაგიკულად მახსოვს ეს დღე

დავით ნარმანია:ძალიან მწარედ და ტრაგიკულად მახსოვს ეს დღე

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

 

"დღეს სოხუმის დაცემის დღეა.  ძალიან მწარედ და ტრაგიკულად მახსოვს ეს დღე, ამიტომაც ყოველთვის მოვდივარ აქ სიმბოლურად,  ჩვენი გმირი თანამებრძოლების სახელის გასახსენებლად და სულის მოსახსენებლად, რომლებიც ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა ტერიტორიულად მთლიანი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოფილიყო. ჩვენი ვალია, რომ არასდროს დავივიწყოთ ისინი, მოვიყვანოთ ჩვენი შვილები და  გადავცეთ მათ ის გმირობა, რაც ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ჩაიდინეს",- განაცხადა  დავით ნარმანიამ.

27-09-2015, 19:02
უკან დაბრუნება