ახალი ხელისუფლება ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ მობეზრდა ჯიბის სასამართლოების გამოტანილი განაჩენი. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ შევძლებთ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი".
ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენცია განაცხადა.
ძიძიგური დღეისთვის აქტუალურ თემას, ბოლო დროს გახშირებულ დაპატიმრებებს შეეხო. მისი თქმით, "მიუხედავად იმისა, რომ ისევ ძველი მოსამართლეები იღებენ გადაწყვეტილება, ჩვენ სერიოზულ მონიტორინგს ვუწევთ. გვაკონტროლებენ დასავლელი მეგობრები, ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ წარსულში ჩინოვნიკმა თუ დანაშაული ჩაიდინა, არ უნდა აგოს პასუხი?! ყოფილმა ხელისუფლებამ ახლა, რომ ყველაფერს პოლიტიკურ დევნას არქმევენ, გადახედოს რევოლუციის შემდეგ პროცესებს _ მაშინ იყო დევნა თუU იყო. თენგიზ გუნავას განაჩენი გავიხსენოთ _ იგი გირაოს საშუალებით განთავისუფლდა. ეს რომ ყოფილიყო პოლიტიკური დევნა, რამდენიმე წელს გაატარებდა ციხეში.~
დეპუტატმა ასევე კომენტარი გააკეთა ლევან ბერძენიშვილის განცხადებაზე, "არ იფიქროს ვანო მერაბიშვილმა და მისმა ცოლმა ჩადენილი დანაშაულის გამო არ მოეკითხებათ-ო".
"ყველა უნდა მიეჩვიოს კანონის უზენაესობას, ეს იქნება ჩვენი წარმომადგენელი თუ ყოფილი ხელისუფლების. ჩვენ აუცილებლად გამოვიძიებთ ჟვანიას, ფოტოგრაფებისა და გვირგვლიანის საქმეებს. ასე რომ, თუ რომელიმეს ბრალი დაუმტკიცდა, პასუხს აგებს. რაც შეეხება სააკაშვილს, ეს საკითხი ცოტა რთულია, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მისი იმპიჩმენტი იქნება საჭირო. თუმცა, ეს პროცესი ისე გაიწელება, მანამდე მისი პრეზიდენტობის ვადაც ამოიწურება, თუმცა ეს ვერ იხსნის მას პასუხისმგებლობისგან", _ აცხადებს იგი.
ძიძიგური დღის მთავარ საკითხს _ "ამნისტიასაც" შეეხო. "აუცილებელია ამნისტიის გამოცხადება. 21 000 პატიმარი საქართველოში სავალალო შედეგია. გადაიხედება იმ ადამიანის საქმეები, ვინც მსუბუქი დანაშაულის გამოა დაპატიმრებული. გათვალისწინებული იქნება ასევე, ის გარემოება, რომელშიც პატიმრებს უწევდათ ყოფნა. მაგრამ არ შეექმნეს არავის ილუზია, რომ ჩვენ გავხსნით ციხის კარს და იქიდან განურჩევლად ყველა გამოვა", _ ამბობს ძიძიგური.