განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, გაერო-ში მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კონსტრუქციული და მოზომილი გამოსვლა ჰქონდა.
"კონსტრუქციული, მოზომილი და ასე ვთქვათ, კარგი გამოსვლა ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ ის ტრიბუნა, რომელიც ამ გამოსვლას დაეთმო, პრემიერმა ძალიან კარგად გამოიყენა. ასეთი ტრიბუნები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - განაცხადა სანიკიძემ.
რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს, მან აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან, თავი შეიკავა.
"1 ოქტომბერს იქნება ოფიციალური გენერალური ასამბლეა. ჩვენ დაველოდოთ 1 ოქტომბერს და შესაბამისად გავაკეთებთ შეფასებებს",- აღნიშნა კალაძემ.