პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის თქმით, გაერო-ს მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერის სიტყვით გამოსვლა სტრატეგიული ხასიათის იყო.
"საინტერესო გამოსვლა იყო. მე ვიტყოდი, სტრატეგიული ხასიათის, რომელიც ეხებოდა იმ პერსპექტივებს, რაც საქართველოს გააჩნია, არა როგორც დამოუკიდებელ გაერო-ს წევრ ქვეყანას, არამედ, როგორც რეგიონალურ აქტორს, რომელმაც თავის რეგიონში სტაბილურობის ხიდის დამაკავშირებელი ფუნქცია უნდა შეასრულოს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.