ივერიონი / გია ვოლსკი: საქართველოს გაერთიანება მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია

გია ვოლსკი: საქართველოს გაერთიანება მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს გაერთიანება მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხი არ არის, ეს მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, მრავალი მიზეზის გამო, - ამის შესახებ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ხელმძღვანელმა გია ვოლსკიმ განაცხადა. 

 

 

"ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული იმ სტრუქტურებში, რომელსაც საქართველოსთვის ამ მძიმე დღის თავიდან აცილება ევალებოდა. ახლა საჭიროა ყველაფრის სერიოზული, სიღრმისეული ანალიზი. მსოფლიო პოლიტიკური რუკა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ის, რაც მოხდა, მნიშვნელოვნად გასულია ქართულ-რუსული ურთიერთობების სფეროდან. ჩვენი საკითხების მიმართ მსოფლიოს ყურადღება ხარისხობრივად არის სხვა. ვფიქრობთ, სწორი სტრატეგიის პირობებში არის პერსპექტივა იმისა, რომ საქართველო კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ, - აცხადებს გია ვოლსკი.

 

27-09-2015, 19:26
უკან დაბრუნება