ივერიონი / თამარ კიკნაძე: კახა კახიშვილს პროკურატურის მახინჯი სისტემის შესაცვლელად დიდი ძალისხმევა დასჭირდება

თამარ კიკნაძე: კახა კახიშვილს პროკურატურის მახინჯი სისტემის შესაცვლელად დიდი ძალისხმევა დასჭირდება

"შეინარჩუნებს თუ არა გიორგი ბადაშვილი ქვეყნის მთავარი პროკურორის სავარძელს? - გასულ კვირას ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. მთავარი პროკურორის მიმართ კითხვები საპარლამენტო ურავლესობის წარმომადგენლებსაც გაუჩნდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ექს-ჩინოვნიკების (გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის) წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. რატომ იქცა პროკურატურა ახალი ხელისუფლებისთვის აქილევსის ქუსლად?" - წერს გამოცემა "კვირის პალიტრა" .

 

"კეზერაშვილის გამართლებამ უამრავი კითხვა გააჩინა. ისიც კი ითქვა, რომ "ოცნება" "ნაციონალებს" შეეკრა, რამაც მოსახლეობის ნიჰილიზმი გააღრმავა.

 

მთავარი პროკურორის შეცვლის საკითხი განიხილებოდა, თუმცა, ხელისუფლებამ ამ ეტაპზე არ ისურვა. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ბადაშვილი თანამდებობას დიდხანს შეინარჩუნებს. შესაძლოა, მოგვიანებით ის მაინც გაათავისუფლონ. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვეს...

 

მედიაში ამ პოსტზე კახა კახიშვილის დანიშვნის საკითხიც მუსირებს. მის ამ თანამდებობაზე დანიშვნას მეც მივესალმები, თუმცა, ამ ეტაპზე არარეალური მეჩვენება. კახას დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ პროკურატურის მახინჯი სისტემა შეცვალოს. მას აქვს ამის უნარიც და პროფესიონალიზმიც, გამბედაობაც და წესიერებაც, მაგრამ მოქმედებებისთვის კარტბლანში მაინც ხელისუფლებამ უნდა მისცეს, მე კი ასეთ მზადყოფნას ვერ ვხედავ..." - აცხადებს კიკნაძე.

 

28-09-2015, 13:56
უკან დაბრუნება