ივერიონი / გია ვოლსკი: უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის გარდა, სხვა კანდიდატურებიც არსებობს

გია ვოლსკი: უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის გარდა, სხვა კანდიდატურებიც არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეც დასახელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ სხვა კანდიდატურებიც არსებობს, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი საუბრობს.

 

ვოლსკი ხაზგასმით აცხადებს, რომ უმრავლესობის ლიდერის შერჩევა საერთო შეთანხმებით ხდება.

 

"არის სხვა კანდიდატურები. ამ თემაზე პრემიერის ჩამოსვლისთანავე გვექნება უფრო დეტალური საუბარი. პრემიერი მასაც დაასახელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ სხვა კანდიდატურები არსებობს", - ამბობს გია ვოლსკი.

 

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, უმრავლესობაში დავით საგანელიძის შესაძლო შემცველელებს შორის სახელდება თავად გია ვოლსკიც. ასევე განიხილებოდა ეკა ბესელიას, ირაკლი ტრიპოლსკისა და ვანო კიღურაძეს კანდიდატურებიც, თუმცა ყველაზე რეალურ კანდიდატურად უმრავლესობაში ზვიად კვაჭანტირაძეს ასახელებენ. 

 

28-09-2015, 14:15
უკან დაბრუნება