ზუგდიდში გარემოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი ვაჭრობისთვის ალტერნატიულ ადგილს მოითხოვენ.
პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გარემოვაჭრეებს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დილის 7 საათზე დაატოვებინეს. ამის შემდეგ გარემოვაჭრეებმა ჯერ გამგეობის, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.
გარემოვაჭრეებს ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია შეხვდა.
ამ დროისთვის ზუგდიდში გარემოვაჭრეებსა და გამგებელს შორის კონსულტაციები დასრულდა. გარემოვაჭრეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოსაგვარებლად ვადა 5 საათამდე მისცეს.