ივერიონი / ბარაკ ობამა:თუკი ამის აუცილებლობა დადგება, აშშ დაუყოვნებლივ გამოიყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს ცალმხრივ რეჟიმში

ბარაკ ობამა:თუკი ამის აუცილებლობა დადგება, აშშ დაუყოვნებლივ გამოიყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს ცალმხრივ რეჟიმში

ამერიკის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, აშშ-ს გააჩნია ძალები იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვას, თუკი დიპლომატია შედეგს ვერ გამოიღებს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ დაუყოვნებლივ გამოიყენებს თავის შეიარაღებულ ძალებს ცალმხრივ რეჟიმში, თუკი დადგება ქვეყნის ან მოკავშირეთა დაცვის საკითხი.

 

"ჩვენ ქვეყანას ძლევამოსილი შეიარაღებული ძალები გააჩნია და არ დავაყოვნებთ ჩვენი მოკავშირეების, მეგობრების დაცვას ცალმხრივ რეჟიმში ძალის გამოყენების გზით, როდესაც ამის საჭიროება დადგება", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის საიუბილეო, 70-ე სესიის ფარგლებში, ზოგადპოლიტიკური დისკუსიები ოფიციალურად გაიხსნა.

29-09-2015, 11:17
უკან დაბრუნება