განათლების სამინისტრომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში, 2015-2017 წლების სახელფასო პოლიტიკა შეიმუშავა. გეგმის თანახმად, 2015-2016 წლებში პედაგოგის ხელფასი ორჯერ გაიზრდება.
2015 წლის სახელფასო ზრდა გათვალისწინებულია "საქართველოს 2015 წლის სახელმიწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში", ხოლო 2016-2017 წლებში ხელფასის ზრდა განხორციელდება მასწავლებლის პროფესიაში შესვლისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით. დაპირების მიუხედავად, პირველადი, 17%-იანი ზრდა 2015 წლის იანვრის ნაცვლად, სექტემბერში მოხდა. მეორე კატეგორიის პედაგოგის ხელფასი საშუალოდ 31-34%-ით გაიზრდება, მესამე და მეოთხე კატეგორია კი 760 და 860 ლარს მიიღებს. განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გეგმის თანახმად, 2016 წლის აპრილიდან ხელფასის ზრდის მეორე ეტაპი დაიწყება და მასწავლების საბაზისო ხელფასი დღევანდელთან შედარებით, 34%-ით გაიზრდება. მეორე კატეგორიის მასწავლებლის ხელფასი 47%-ით გაიზრდება, მესამე და მეოთხე კატეგორიების მასწავლებლები კი ყოველთვიურად 875 და 1085 ლარიან ანაზღაურებას მიიღებენ. პედაგოგთა ხელფასის ზრდის მესამე ეტაპი 2017 წლის იანვრიდან განხორციელდება. შედეგად, მეორე კატეგორიის მასწავლებლის ხელფასი დღევანდელ ანაზღაურებასთან შედარებით, 88%-ით გაიზრდება. მესამე და მეოთხე კარიერულ საფეხურზე კი 1050 და 1250 ლარი გახდება.