ივერიონი / გიორგი მღებრიშვილი: ეს თავად პრემიერ-მინისტრს უნდა ჰკითხოთ!

გიორგი მღებრიშვილი: ეს თავად პრემიერ-მინისტრს უნდა ჰკითხოთ!

ვერ  ვერ გავაკეთებ შეფასებას, როგორი გუბერნატორი, ან შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მღებრიშვილი  გაზეთ პრაიმთაიმს ესაუბრა.  

 

"ეს თავად პრემიერ-მინისტრს უნდა ჰკითხოთ. უბრალოდ, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის ნებისმიერ მომენტში კარგად გავიაზრო ის პასუხისმგებლობა, რომელიც მეკისრება და ამოცანები და მოლოდინები, რომელიც საზოგადოებასა და ჩემს თანაგუნდელებს აქვთ ჩემს მიმართ. მე ვერ გავაკეთებ შეფასებას, რამდენად წარმატებული გუბერნატორი ან სასჯელაღსრულების მინისტრი ვიყავი ან რამდენად წარმატებით ვართმევ თავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამის ყველაზე კარგი შემფასებელი და საზომი ხალხი და საზოგადოებრივი აზრია", - განაცხადა ინტერვიუში გიორგი მღებრიშვილმა.

 

29-09-2015, 12:17
უკან დაბრუნება