ივერიონი / ვახტანგ გომელაური: კანონი თუ დაარღვიეს, რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა

ვახტანგ გომელაური: კანონი თუ დაარღვიეს, რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ე.წ. ნარუშილოვკებზე და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო. 

 

"ამაზე მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ შედეგებს, თუ ვინმე დამნაშავე აღმოჩნდება, ან გადაცდომა იქნება სამსახურებრივი, დაისჯება შესაბამისად", - აღნიშნა მინისტრმა. 

 

კითხვაზე, ვიდეომასალაში საუბარია მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმაზე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პირდაპირ რომ გვცოდნოდა, პირდაპირ დაისჯებოდა დამნაშავე და გამოძიება აღარ დაიწყებოდა.

 

"კანონი თუ დაარღვიეს, რა თქმა უნდა, დაისჯება ყველა, ის ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი", - განაცხადა გომელაურმა.

 

2 დღის წინ "რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S.-მა გაავრცელა ვიდეოინტერვიუ პოლიციის უფროს ლეიტენანტ გიორგი ბაბუნაშვილთან, რომელიც ყვება, რომ საიდუმლო დოკუმენტები ე.წ, "ნარუშილოვკა" სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს. 

ამასთან დაკავშირებით, გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მედიაში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. 

 

29-09-2015, 19:52
უკან დაბრუნება