ივერიონი / მაია ფანჯიკიძე: დღის ბოლომდე გვეცოდინება, როგორ დავეხმარებით მეზღვაურებს

მაია ფანჯიკიძე: დღის ბოლომდე გვეცოდინება, როგორ დავეხმარებით მეზღვაურებს

ანამაში მყოფი ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად საგარეო უწყებამ მუშაობა დაიწყო, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. აღსანისნავია, რომ საქართველოს ელჩი მექსიკაში პანამაში ჩავიდა და მეზღვაურებს ესაუბრა.

 შეგახსენებთ,  გუშინ გავრცელებული ინფორმაციით  ცნობილია, რომ "ეს არის ნიგერიული გემი, რომელიც არის ძველი, გამოსული მწყობრიდან, ამიტომ პორტში არ უშვებენ და ჩვენ მეზღვაურებს საქართველოში დაბრუნება უნდათ. დღეს მათთან შეხვედრები კიდევ განახლდება. ასე იოლად, როგორც ჩანს, საქმე არ არის, მართალია, მეზღვაურებს საქრთველოში ჩამოსვლა უნდათ, მაგრამ რაღაც დეტალები გასარკვევია, რომელიც მნიშვნელოვანია", -განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე მაია ფანჯიკიძემ
საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, დღის ბოლომდე ცნობილი გახდება კონკრეტული გეგმა, თუ როგორ მოხდება მეზღვაურების დახმარება. დადგენილია, რომ გემზე 12 ქართველი მეზღვაური იმყოფება და ისინი პორტში შესვლას ვერ ახერხებენ.

19-11-2012, 15:43
უკან დაბრუნება