ივერიონი / გიორი კვირიკაშვილი: საქართველოსთვის ამერიკული კაპიტალის მოზიდვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს!

გიორი კვირიკაშვილი: საქართველოსთვის ამერიკული კაპიტალის მოზიდვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს!

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ნიუ-იორკში გამართული ეკონომიკური ფორუმის Georgia-Making Business Easy  შეფასებისას განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ნიუ-იორკში გამართულ ფორუმს ესწრებოდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები.

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა, საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ უფრო მეტი გახდეს ცნობილი მთლიანად ამერიკული ბიზნესისთვის.

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ინვესტორები უშუალოდ მთავრობის მეთაურისგან ისმენენ ინფორმაციას, თუ რა შესაძლებლობებია ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ძალიან ვრცელი მოხსენება საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება. ძალიან კარგია, რომ ამ შეხვედრას ესწრებოდნენ უმსხვილესი ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები და რომ მსგავსი ხასიათის შეხვედები ჩატარდეს ყველგან, მთელ ამერიკაში - ჩიკაგოში, დასავლეთ სანაპიროზე. ჩვენ ვაპირებთ, რაც შეიძლება მეტი ამერიკული კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში, ამას ჩვენი ქვეყნისთვის სტატეგიული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

30-09-2015, 11:01
უკან დაბრუნება