"ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას ვნანობ, თუმცა ძალიან ბევრი გადაწყვეტილებით ვამაყობ. ის, რომ აჭარაში არ არის ის საფრთხე, რაც იყო ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დროს", - ამის შესახებ იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანის "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
საქართველოს უშიშროებისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი აღნიშნავს, რომ აჭარის გათავისუფლება ასლან აბაშიძის რეჟიმისგან, იმ პერიოდში უშიშროების სამინისტროს უპირველესი ამოცანა იყო.