საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პედრო აგრამუნტს უკვე დასჩემდა, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ფაქტებს არასწორად იგებს, შეიძლება ეს ასაკის ბრალია ან არა და, ძალიან მიკერძოებულია.
"აგრამუნტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის მხოლოდ თავისი პარტიის ინტერესების გამტარებელი და მე ძალიან მეცოდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელსაც, როგორც ჩანს, 1 წლის განმავლობაში მოუწევს მისი პრეზიდენტობის ქვეშ მუშაობა. მაგრამ მე ვფიქრობ, ჯობს, ის იყოს პრეზიდენტი, ვიდრე მართავდეს ყველაზე დიდ ფრაქციას ამ შენობაში. ნახეთ ალბათ, რომ 400-ზე მეტი წევრიდან, დღეს, ასამბლეის მე-5 დღეს, მხოლოდ 100 კაცი იყო დარბაზში. აქედან, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად მობილიზებული იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლები, ეს მათ სასიკეთოდ უნდა ითქვას, მათ აქვთ ეს ძალიან კარგი თვისება, რომ შეკრულები იყვნენ ერთმანეთთან. ხმებს ითვლიან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ორი წარმომადგენელი, როგორც ციხის ზედამხედველი, მთელი დღის განმავლობაში დადიოდა დარბაზში და სათითაოდ იყვნენ გადასული გადმობირებაზე და ხმების დათვლაზე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მთავარია ის, რომ საბოლოოდ დაესვა წერტილი უგულავას, ახალაიას და მერაბიშვილის საკითხებს. ვთანხმდებით, რომ არავინ არაა ამ ე.წ. ლიდერებისგან წინასწარ პატიმრობაში და მათ მისჯილი აქვთ. ამ ვერდიქტს არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს. მომხსენებლმა ნამდვილად ვერ აუარა გვერდი და თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ყველაფერი ეს ეხება წინა პერიოდს, დღემდე არსებულ ვითარებას და ორი აზრი არ არსებობს, რომ აშკარა პროგრესი სახეზეა", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.