ივერიონი / კახა კალაძემ გიორგი არეშიძეს მოუწოდა თანამდებობა დატოვოს

კახა კალაძემ გიორგი არეშიძეს მოუწოდა თანამდებობა დატოვოს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა  კახა კალაძემ "მაესტროსთან" დედაქალაქის მერიაში განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის,  გიორგი არეშიძის შესახებ ისაუბრა.

 

კალაძე აღნიშნავს, რომ არეშიძეს აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობისთვის შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია რა თქმა უნდა გააჩნია, თუმცა ოპონენტები დიპლომების თემას წინასაარჩევნოდ ძალიან მოქნილად იყენებენ და მსგავსი საკითხები არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო აქტუალური გახდება.

 

"ეს  პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხდება გარკვეული პიარ კამპანიის აგორება და ვფიქრობ, არც უკანასკნელი იქნება. არჩევნებს რაც უფრო მივუახლოვდებით მსგავსი სიბინძურეები კიდევ უფრო წამოიწევა.

გიორგის მე,  როგორც მეგობარს, როგორც ახლობელ ადამიანს მივცემდი რჩევას, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა. რა თქმა უნდა, მის დანიშნვნაში მე მონაწილეობა არ მიმიღია და ამის უფლებაც არ მქონდა, უბრალოდ რჩევას ვაძლევ როგროც მეგობარს და როგორც ახლობელ ადამიანს.

რას იზავთ, ასეთი ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის."- განაცხადა კალაძემ.

1-10-2015, 19:49
უკან დაბრუნება