ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი:ჩვენ შევქმენით მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ვიდრე ოდესმე

ირაკლი ღარიბაშვილი:ჩვენ შევქმენით მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ვიდრე ოდესმე

აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობის მიღწევებზე ისაუბრა. გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ, ბოლო წლებში მიაღწია წინსვლას ყველა სტრატეგიულ სფეროში. მისი განმარტებით, მთავრობამ საზოგადოებასთან დაამყარა ისეთი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც შრომა და მეწარმეობა დაფასებულია, ხოლო გაჭირვებული ფენებისთვის უზრუნველყოფილია სოციალური დაცვა.

 

"მნიშვნელოვანი ეკონომიკური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და გავაორმაგეთ სოციალური დახმარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ, C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი, ინოვაციური კამპანიის მეშვეობით, გადავარჩენთ 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენ ვახორციელებთ ქართული დემოკრატიის განმტკიცებას. ჩვენი ხალხი ითხოვს და იმსახურებს ძლიერ დემოკრატიას და გულისხმიერ მთავრობას. ჩვენ შევქმენით მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობა ამაზე შეჩერებას არ აპირებს.

1-10-2015, 19:57
უკან დაბრუნება