ივერიონი / კახა კახიშვილი:პრემიერის ეს გზავნილი ქვეყნის NATO-სკენ სწრაფვაა

კახა კახიშვილი:პრემიერის ეს გზავნილი ქვეყნის NATO-სკენ სწრაფვაა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გაერო-ში გამოსვლის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაერო-ს ტრიბუნიდან პრემიერის ძირითადი გზავნილი ის იყო, რასაც ქვეყნის შიგნითაც ყოველთვის აცხადებდა.

 

"ეს გზავნილი არის ქვეყნის დემოკრატიზაცია, დასავლეთისკენ სწრაფვა, NATO-სკენ სწრაფვა. მე მესმის, პოლიტიკური ოპონენტები კიდევ დაიწყებენ შეფუთვას, მაგრამ ამხელა ტრიბუნიდან ასეთი მკვეთრი გზავნილების გაკეთება, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ზუსტად ეს არის ჩვენი განვითარების კურსი", - განაცხადა კახა კახიშვილმა. 

2-10-2015, 16:25
უკან დაბრუნება