ივერიონი / ირაკლი ლექვინაძე: თბილისის მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს

ირაკლი ლექვინაძე: თბილისის მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს

თბილისის მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევის მიზნით მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.

 

მისივე განმარტებით, გადაწყვეტილებების მიღებისთანავე შესაბამისი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.

 

"საკადრო ცვლილებები არის ჩვეულებრივი პროცესი და მიმდინარეობს იმ მოვლენების და გამოწვევების ფონზე, რომელიც აქვს თბილისს. ბუნებრივია, ახალი კადრები, რომლებიც შეირჩევიან, იქნებიან პროფესიონალები. ამის თაობაზე მუშაობა მიმდინარეობს და როცა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თქვენთვის ცნობილი გახდება",- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

ბოლო ინფორმაციით, თანამდებობები დატოვეს კეთილმოწყობისა და სასწრაფო დახმარების სამსახურების ხელმძღვანლებმა, ავთანდილ სუდაძემ და თემურ ბარკალიამ. საუბარია, რომ თანამდებობას დატოვებს დავით ნარმანიას მოადგილე გიორგი სოლომონიაც. 

5-10-2015, 11:53
უკან დაბრუნება